დღეს, 23 მარტს, ფრანგი მწერლის, სტენდალის გარდაცვალებიდან 170 წელი შესრულდა. სტენდალი (ნამდვილი სახელი ანრი მარი ბეილი) 1842 წლის 23 მარტს პარიზში გარდაიცვალა.
სტენდალი დაიბადა 1783 წლის 23 იანვარს, გრენობლში. სწავლობდა იზერის ცენტრალურ სკოლაში, 1799 წელს პარიზში გაემგზავრა და სამხედრო სამინისტროში დაიწყო მუშაობა. მონაწილეობდა ნაპოლეონის ლაშქრობებში. 1830 წელს დაინიშნა საფრანგეთის კონსულად ტრიესტში, 1831 წელს - ჩივიტაველაში, სადაც 10 წელი დაყო.
სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მისი ადრინდელი ნაწარმოებები "აზრები. ახალი ფილოსოფია", კომედიები: "ორი კაცი", "ლიტელიე", "წერილები პოლინისადმი" და სხვა XX საუკუნის 30-იან წლებში გამოქვეყნდა. 1817 წელს გამოქვეყნდა სამი ნაშრომი: "პაილნის, მოცარტისა და მეტასტაზიოს ცხოვრება", "ფერწერის ისტორია იტალიაში" და "რომი, ნეაპოლი და ფლორენცია", "გასეირნება რომში", "ტურისტის ჩანაწერები", "სიყვარულის შესახებ ტრაქტატი", მწერლის შედევრებად მიჩნეულია რომანები: "წითელი და შავი", "პარმის სავანე". ამ ორ მონუმენტურ რომანს წინ უძღოდა "იტალიური ქრონიკები". სტენდალს ეკუთვნის მემუარული ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშები, ავტობიოგრაფიული მოთხრობები: "ეგოისტის მოგონებები", "ანრი ბრიულარის ცხოვრება".