თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიხსნა ფოტოხელოვანთა ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით "სამი თაობა".
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ისტორიის მუზეუმის მენეჯერმა მაია ქუთათელაძემ განუცხადა, "ექსპოზიციაზე ფოტოხელოვანების ბაია ლომსაძის, ზურაბ ხორავას და პოლონელი ფოტოგრაფის ანჯეი პეჩოს მიერ გადაღებული 60-მდე ფოტოა წარმოდგენილი. ფოტოებზე სხვადასხვა თემატიკაა ასახული: საეკლესიო, პეიზაჟი, ფლორა და ა.შ.".
გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 3 აპრილამდე გაგრძელდება.