საფრანგეთის შს მინისტრმა კლოდ გეანმა დაადასტურა, რომ ებრაულ კოლეჯთან ბავშვების სავარაუდო მკვლელი მუჰამმედ მერა შენობის შტურმის დროს დაიღუპა. მან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.
"შტურმის დროს მკვლელი სააბაზანო ოთახიდან გამოვიდა და ინტენსიური ცეცხლი გახსნა. ბოლოს კი მუჰამმედ მერა იარაღით ხელში ფანჯრიდან გადახტა და თან სროლას აგრძელებდა. იგი მიწაზე მკვდარი იპოვეს", _ განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის მუჰამმედ მერამ 19 მარტს საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ებრაული კოლეჯის სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.