ფრანგული სპეცდანიშნულების რაზმი იმ ბინაში შევიდა, სადაც ე.წ. ტულუზელი მკვლელი მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს. სპეცდანიშნულების რაზმის ბინაში შეღწევამდე რამდენიმე წუთით ადრე მეზობლად მდებარე შენობაში სამი აფეთქების ხმა გაისმა.
ვრცელდება ასევე ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალყაშემორტყმულ სახლთან საფრანგეთის შს მინისტრი კლოდ გეანი მივიდა, რომელიც ამ ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობს. შენობასთან მხოლოდ სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანას მისცეს მიახლოების ნება.