15 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში" (შავთელის ქ. 13) "უფლებადამაცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი", არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "სამოქალაქო მანიფესტი" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავნ მრგვალ მაგიდას თემაზე - "უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დამცველთათვის საქართველოში".
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მრგავალი მაგიდის მიზანია დიპლომატიურ კორპუსის ინფორმირება საქართველოში უფლებადამცველთა არსებული მდგომარეობის შესახებ. გაიმართება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება, შემუშავდეს უფლებადამცველთა დაცვის ეფექტური მექანიზმები.
შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "უფლებადამცველთა სამხრეთკასიული ქსელის" ფარგლებში.
მრგვალი მაგიდა სამუშაო ფორმატში გაიმართება და მედიისთვის დახურული იქნება, თუმცა ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ გაესაუბრონ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.
პროექტს ახორციელებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" - ქსელის კოორდინატორი ორგანიზაცია საქართველოში.