22-23 მარტს, 18.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.
თსუ-ის თეატრი "სხვენი" გიორგი კაჭარავას რომანის მიხედვით დადგმულ "განკითხვის დღეს" წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი გომურაშვილი.
თეატრი "სხვენი" თსუ-ში უკვე 11 წელია არსებობს. დასი უნივერსიტეტის სტუდენტებით არის დაკომპლექტებული.