ხვალ, 15 იანვარს, 10:30 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გლდანის რაიონში, სასტუმრო "ბახტრიონში" ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს მოინახულებს და სახალხო დღესასწაულს "ბედობას" (კუჩხას) მიულოცავს.
გიორგი ბარამია ხვალვე რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებას ეწვევა და 7 დან 10 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს საჩუქრებს გადასცემს.