23 და 24 მარტს მინსკში, ბელორუსის ნაციონალური აკადემიური დიდი თეატრის სცენაზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი გასტროლებს გამართავს. ქართული საბალეტო დასი ერთმოქმედებიან ბალეტების პროგრამას წარმოადგენს. პროგრამაშია ჯორჯ ბალანჩინის "მოცარტიანა", თრეი მაკინტაერის "წამი გარდასახვამდე" და ალექსეი რატმანსკის "მანიერიზმის მშვენიერებანი" და "ვარიაციები".
გასტროლი 26 მარტს უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის ნაციონალურ თეატრში გაგრძელდება, სადაც მაყურებელი ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებთან ერთად იური პოსოხოვის "საგალობელსაც" იხილავს.
27 მარტს საბალეტო დასი გასტროლებიდან დაბრუნდება.