25 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლი "იმედი" საიუბილეო კონცერტს გამართავს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის პროდიუსერმა ალექსი ლორთქიფანიძემ განუცხადა, კონცერტზე ანსამბლი "იმედი" სრული პროგრამით წარდგება. ღონისძიების წამყვანი მაია დათუნაშვილია.
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამისტროს გადაწყვეტილებით, გაიხსნება ანსამბლ "იმედის " ვარსკვლავი.
"ვარსკვლავს ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს პირველად უხსნიან. 2003 წელს ანსამბლ "იმედის" ბაზაზე საპროდიუსერო კომპანა "იმედმა" და "სანოს სტუდიამ" შექმნეს ქორეოგრაფიული სპექტაკლი "ცეკვა ზღაპარში", რეჟისორი იყო ლევან წულაძე. საქართველოში ასეთი მაღალი დონის დადგმა ბავშვთა ანსამბლის მიერ არ ყოფილა", _ განაცხადა ლორთქიფანიძემ.
"იმედი" შეიქმნა 1987 წელს ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის ბაზაზე, მას შემდეგ მისი უცვლელი ხელმძღვანელები არიან ცნობილი ქორეოგრაფები ნუნუ ღვინერია და ჯემალ რეხვიაშვილი.