საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ფრანგული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. ტულუზელი მკვლელის დაკავების შესახებ.
შეგახსნებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთის პოლიციამ ე.წ. ტულუზელი მკვლელი მუჰამმად მირა დააპატიმრა, ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.
24 წლის მუჰამმად მირაა წარმოშობით ალჟირიდანაა. ამავე დროს ინტერნეტგვერდი "Le Monde" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წელს მუჰამმად მირა ავღანეთში მდებარე ყანდაღარის ციხიდან გაიქცა. იგი სასჯელს ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადება შენახვისთვის იხდიდა. იგი 2007 წელს დააპატიმრეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მუჰამმად მირამ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.