21 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.240 პროცენტით, მაქსიმალური 7.380 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.308 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 8.9 პროცენტი. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.