უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს დამცველი, უკრაინის სახალხო დეპუტატი სერგეი ვლადენკო არ გამორიცხავს, რომ ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე - სამშობლოს მოღალატეობის მუხლით აღიძრას.
"ეს შესაძლოა იმის მიუხედავად მოხდეს, რომ ამის არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობს", _ აცხადებს ვლასენკო. ეს განცხდება ხარკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
უკრაინის პარლამენტის დადგენილებაში ნათქვამია, რომ ტიმოშენკო გაზი საქმეზე მოლაპარაკებების წარმოებისას და "ნაფტოგაზთან" და "გაზპრომთან" კონტრაქტების გაფორმებისას ტიმოშენკომ საზოგადოებას დაუმალა, რომ რუსეთის ფედერაციის თვადაცვის სამინისტროს მიმართ, მის პირად კომპანიებს დავალიანება გააჩნდა. ვალი 405 მილიონი აშშ დოლარი იყო. მან ასევე დამალა რუსეთის ფედერაციაში აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც დადასტურებულია მისი ბრალეულობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისათვის ქრთამის მიცემის თაობაზე.
სწორედ ამ მასალებთან დაკავშირებით არ გამორიცხავს ვლასენკო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტიმოშენკო რუსეთის ფედეტრაციასთან გაფორმებული გაზის კონტრაქტების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და ის სასჯელს ხარკოვის კოლონიაში იხდის.