ხელისუფლებას სამხედრო შენაერთების შექმნა სახალხო პროტესტის ჩასახშობად სჭირდება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, დიდი მასშტაბის სახალხო პროტესტი მოსალოდნელია.
,,თუ დიდი მასშტაბის სახალხო პროტესტი არის მოსალოდნელი და ნამდვილად არის მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. იმ მასშტაბის პროტესტის მოვლა იმ სადამსჯელო რესურსით, რაც ხელისუფლებას აქვს გაუჭირდება და სავარაუდოა, რომ ესაა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბების", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ, თუმცა პოლიტოლოგი არაბული პროცესების საქართველოში განვითარებას გამორიცხავს.
"სირიის მსგავსად პროცესების საქართველოში განვითარება ცოტა რთული ვერსიაა. სირიაში მართლაც სამოქალაქო ომია, სადაც მეორე მხარესაც არის იარაღი და მიდის საბრძოლო მოქმედებები. საქართველოში, იარაღი მხოლოდ ხელისუფლების მხარესაა ისე, რომ სირიის მოდელზე ლაპარაკი მიუღებელია. ამ შემთხვევაში, უპრიანია საუბარი იმაზე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ტერორი თუ მოსახლეობა გადაწყვეტს დაიცვას ხმები", _ განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბების შექმნის შესახებ ინფორმაციის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამხედრო ფორმირებები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დაშინებითვის იქმნება. ,,არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ფორმირებები იმიტომ იქმნება, რომ განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდაჭერებისა და მომხრეების დევნა და დაშინება დაიწყოს და საჭიროების შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურებაც მოხდეს", _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მეთოდი არჩევნების გზაა.