ირაკლი ალასანიას ეჭვი სამეგრელოში შეიარაღებული შენაერთების შექმნის შესახებ უსაფუძვლო არაა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ზონდერ-ბრიგადების გამოცდის პრაქტიკა რომ აქვს, ყველაზე თვალსაჩინო მაგალიათია 25 მაისის ღამე. Aამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ირაკლი ალასანიას ვერსია საფუძველს მოკლებულლი არა.
პოლიტოლოგი ხელისუფლების მოტივს, თითქოს შეაიღარებული ფორმირებები რუსეთისგან თავდასაცავად სჭირდება, დღეს აქტუალური არაა.
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ინფორმაცია ადრეც ალასანიას გარეშეც ფიგურირებდა და თუ გავითვალისწინებთ კიდევ იმას, რომ ის მოტივი, რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთთან საფრთხის გამო გახდა ასეთი ფორმირებები საჭირო, დღეისთვის აქტუალური არ არის. რუსეთის მხრიდან რაიმე მკვეთრი მოძრაობა არ შეიმჩნევა. ამ ხელისუფლებას ზონდერ-ბრიგადების გამოცდის პრაქტიკა, რომ აქვს ყველაზე თვალსაჩინო მაგალიათია 25 მაისის ღამე. Aამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ირაკლი ალასანიას ვერსია საფუძველს მოკლებულლი არაა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბების შექმნის შესახებ ინფორმაციის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამხედრო ფორმირებები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დაშინებითვის იქმნება. ,,არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ფორმირებები იმიტომ იქმნება, რომ განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდაჭერებისა და მომხრეების დევნა და დაშინება დაიწყოს და საჭიროების შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურებაც მოხდეს", _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.