23,24 და 25 მარტს ნიდერლანდებში გაიმართება ფესტივალი იბერია 2012, სახელწოდებით "საქართველო: ადგილობრივი დრო".
ჰოლანდიის ქალაქები ლეიდენი, კეუკენჰოფი და კუნძული ტექსელი უმასპინძლებს ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, გამოყენებით ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, მხატვრობას და ვორკშოპებს.
ფესტივალის ფარგლებში ქართული პოლიფონიური სიმღერის სამი კონცერტი გაიმართება. კონცერტს წარმოადგენს ქართული სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი". ქართველი მხატვრების, ფოტოგრაფების და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა გამოფენები ლეიდენის გალერეებში იქნება წარმოდგენილი. ჩატარდება პოლიფონიური სიმღერისა და დოლზე დაკვრის შესწავლის ვორკშოფები.
ფესტივალის გამოფენის უმნიშვნელოვანესი ნაწილია გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, პაატა ყუფარაძის სიურელისტური და ექსტრაორდინალური ნამუშევრების წარმოდგენა. გამოფენა საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის უშუალო ინიციატივით მომზადდა.
ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტის და საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით ლეიდენის უნივერსიტეტში ქართული ენის, კულტურისა და საზოგადოებათმცოდნეობის კათედრა გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ფონდმა არტექომ ფესტივალ იბერიის პირველ გამოშვებაში ჰოლანდიელ საზოგადოებას ფართო მასშტაბით პირველად წარმოუდგინა ქართული კულტურა.