აუქციონის სახლმა "ჯულიენსმა" კინოვარსკვლავ მერლინ მონროს დაახლოებით 100 ფოტო გასაყიდად გამოიტანა, რომლებიც მისი მეგობრისა და ვიზაჟისტის, ალან სნაიდერის მიერაა გადაღბული. გაყიდვები აუქციონის საიტზე დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ორგანიზატორთა მონაცემებით, მონროს ეს ფოტოები ადრე არავის უნახავს. სურათებთან ერთად, მათზე უფლებაც გაიყიდება.
აუქციონზე გამოტანილ ერთ ფოტოსურათზე მონრო სნაიდერთან ერთადაა გადაღებული, რომელიც გრიმს უკეთებს მსახიობს ფილმის "დავკავდეთ სიყვარულით" გადაღების დროს.
გარდა ფოტოებისა, აუქციონის სახლი აპირებს გასაყიდად გამოიტანოს სნაიდერისთვის განკუთვნილი მონროს წერილები და დეპეშები.
აუქციონზე ასევე გამოიფინება ჩარლი ჩაპლინის ქუდი და ხელჯოხი, პრონცესა დიანას და რეის კელის კაბები, ასევე სხვა საგნები, რომელიც ცნობილ პიროვნებებს უკავშირდება. აუქცონის სახლმა მონროს დაახლოებით 250 პირადი ნივთი გაყიდა.