"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება.
მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით გამართული დებატებისას ბარათურიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, გაემიჯნოს მთავრობის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს, რომლის ჩადენასაც აპირებს.
"მშიერი ხალხის მდიდარი მთავრობა უკვე ჩადენილი დანაშაულებების შემდეგ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ კიდევ უფრო დიდი დანაშაულის ჩასადენად ემზადება. მზადდება უკანონო შეიარაღებული ძალები, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირების დროს საკუთარი ხალხის, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ. ამიტომ, უმრავლესობის წევრებს მოგიწოდებთ, გაემიჯნოთ უკვე ჩადენილ ყველა და იმ დიდ დანაშაულს, რომლის ჩადენასაც ეს მთავრობა აპირებს", - აღნიშნა ბაღათურიამ.