ქართველმა მომღერალმა თემურ თათარაშვილმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თათარაშვილმა პირადად გააკეთა.
"მე პირველი არ ვარ ვინც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველამ კარგად იცის, რომ თუ საბუთი არ გაქვს, ხარ ნული და ვერაფერს გააკეთებ. ამის გამო მომიწია რუსეთის მოქალაქეობის მიღება", - აცხადებს თათარაშვილი.
მისივე განმარტებით, "ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს და აღნიშნულ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობას სთხოვს.
"მე აუცილებლად უნდა მივმართო პრეზიდენტს. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მოქალაქეობას მომცემს", - განმარტავს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ თემურ თათარაშვილი ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მომღერალი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და კარიერაც იქ განაგრძო.