საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო კამპანიისათვის 400 მილიონი რუბლი დახარჯა. ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ცესკო ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა ცესკოში საპრეზიდენტო კამპანის დროს დახარჯული თანხის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები 15 მარტს შეიტანა. მთლიანად რუსეთის მასშტაბით კი საარჩევნო კამპანიაში დახარჯულმა თანხამ მილიარდ ნახევარი რუბლი შეადგინა.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მასალა, რუსულმა მედიასაშუალებებმა პუტინის მხარდამჭერთა ხმების რაოდენობაზე გაყვეს და განაცხადეს, რომ მოქმედ პრემიერს საარჩევნო კამპანიისათვის თითოეული მიღებული ხმა 9 რუბლი დაუჯდა.