საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და არა იმის მიხედვით, რა მოსწონს და არ მოსწონს რომელიმე ელჩს. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის შეფასების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ვერანაირი შეფასებები ვერ დადგება საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლა.
„ყველა ელჩის დამოკიდებულება და შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერანაირი დამოკიდებულება ვერ დადგება საქართველოს კანონმდებლობისა და მაღლა. ვფიქრობ, რომ ამერიკის ელჩს, ან არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, ან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს კანონმდებლობას კარგად არ იცნობს. საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებენ."- აღნიშნა ბობოხიძემ.
ჯონ ბასმა „ფეისბუკის" საკუთარ კედელზე კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით წუხილი 15 მარტს გამოთქვა.