დღეიდან უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტის დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებას ეხება.
პრეზიდენტმა ამ კანონს ხელი გუშინ მოაწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღეიდან ძალაში შესული კანონი ხელს შეუწყობს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების კონკურენტუნარიოანობის გაზრდას.