"კონტროლის პალატა გადაქცეულია პროკურატურის დანამატად და მოგელაძის ჭკუაზე დადის ბეჟაშვილი", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, კონტროლის პალატის ქმედებები უკანონოა და კონტროლის პალატის თავმჯდომარე ნათია მოგელაძის ჭკუაზე დადის.
"კონტროლის პალატის თავმჯდომარეს აბსოლუტურად არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა. ის უკანონობები, რასაც ჩადიოდნენ კონტროლის პალატა და მისი წარმომადგენლები, ორი კაცის წინაშე არ მომხდარა. იქ ათობით ადამიანი იყო დაბარებული უკანონოდ გაჩხრეკილი, შეურაცხყოფა მიყენებული. ჩვენ ეს ფაქტები არაერთგზის გვაქვს დაფიქსირებული. Aასე რომ, ის მოსაზრება, რომელიც გამოვთქვი, რომ კონტროლის პალატა არის გადაქცეული პროკურატურის დანამატად და მოგელაძეის ჭკუაზე დადის ბეჟაშვილი არის სავსებით რეალური და სწორედ ასეთი კონტროლის პალატა გვყავს საქართველოში", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიმართულია ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ და კონტროლის პალატას მოუწოდა "ნაცმოძრაობაში" გადაამოწმონ რა, როგორ ხორციელდება.
,,ფული თუ პოლიტიკაში თეთრდება, ,,ნაცმოძრაობაში" დაგვანახონ ერთი რას და როგორ, აკეთებენ. Eეს ყველაფერი უბრალოდ მიმართულია ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ. თუ რამე აინტერესებთ როგორ ხდება ფულის მიმოქცევა ,,ქართულ ოცნებაში" ჩვენ დაგველაპარაკონ ხელმძღვანელებს და მაშინ დავიჯერებ, რომ კონტროლის პალატა ყველაფერს მხოლოდ გამჭვირვალობისთვის აკეთებს", - განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჯაშვილი პარლამენტში საფინანსო-იურიდიული კომიტეტის სხომაზე იმყოფებოდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.