"მემარჯვენეები'' კონტროლის პალატის თავმჯდომარის პარლამენტში გამოსვლას არაადეკვატურად აფასებენ. მათი თქმით, კონტროლის პალატა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და თავის უფლებამოსილებას სცდება. Aამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
,,კონტროლის პალატა ნამდვილად გასცდა თავისი კომპეტენციის საზღვრებს, გასცდა იმას, რაც მას ევალბა საერთოდ და ობიექტურობას. Pპირდაპირ მიზანმიმართულად ახორციელებს იმ დავალებას, რომ როგორმე ებრძოლონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას", _ აღნიშნა საგანელიძემ.
მისივე თქმით, კონტროლის პალატამ საზოგადოებში შეგნებულად შექმნა აჟიოტაჟი, Yთითქოს ივანიშვილი ხალხის ფულით ყიდვას აპირებს.
,,საზოგადოებაში შეიქმნა აჟიოტაჟი, თითქოს ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულით აპირებს ყიდვას საზოგადოების და პოლიტიკური ერთეულების. სამწუხაროდ, კონტროლის პალატა თავის უფლებამოსილებას და ნორმებს თვითონვე იქმნის. ერთია, როცა სახელმწიფოში არსებობს სათანადო ბერკეტი, რომ არ მოხდეს ფულის გათეთრება, პარტიების ფულით ყიდვა, მაგრამ როცა კონტროლის პალატა პოლიტიკურ დატვირთვას ასრულებს, ეს ძალიან ცუდია", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჯაშვილი პარლამენტში საფინანსო-იურიდიული კომიტეტის სხომაზე იმყოფებოდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.