ადამიანის უფლებათა დამცველი ლევ პონომარიოვი გათავისუფლებულია. ის გუშინ ტელეცენტრ "ოსტანკინოსთან" პიკეტის დროს დააკავეს. პონომარიოვი ტელეკომპანია "ენ-ტე-ვეს" წინააღმდეგ აქციას მარტო ატარებდა და ამ გზით არხის ეთერში გაშვებულ ფილმს "პროტესტის ანატომიას" უცხადებდა პროტესტს.
"ენ-ტე-ვეს" წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური აქცია კვირას გაიმართა. აქციის დროს 100 მდე აქტივისტი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით ისინი უკვე გათავისუფლებულნი არიან.