ავსტრალიაში ქვისლენტის ქალაქ თაუნსლინს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 110 კმ. იყო. სტიქიამ დააზიანა სახლები და ხეები წააქცია.
ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 მდე სახლს სჭირდება. უამინდობის გამო დაწყვეტილია საკომუნიკაციო ხაზები. 7 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს.