ისრაელის მხრიდან ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანა დიდი შეცდომა იქნება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავღანულ ტელეარხთან ინტერვიუში გააკეთა.
ლავროვმა ირანის პოზიცია კიდევ ერთხელ ღიად დაიცვა და განაცხადა, რომ თეირანს ჯერ კიდევ აქვს დრო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დაარწმუნოს, რომ მისი ურანის გამდიდრების პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ამ მოსაზრების საერთაშორისო მტკიცებულებები ჯერ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსაც არ აქვს.