ხვალ, 20 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში წიგნის - "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია" - პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტი "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსი" შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა.