"24-საათიან ფესტივალში" მონაწილე ექვსი დრამატურგი და ექვსი რეჟისორი კომპენტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ერთ-ერთმა პროდიუსერმა გიორგი ლიქოკელმა განუცხადა, შერჩეულმა დრამატურგებმა და რეჟისორებმა 24 საათის განმავლობში უნდა შეძლონ ექვსი მოკლე პიესის შექმნა და იმავდროულად სპექტაკლის დადგმა. ამჟამად მიმდინარეობს მსახიობების შერჩევა, რომელიც 22 მარტამდე გაგრძელდება".
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეჟისორები: მაია შენგელია, ლევან ხვიჩია, მიხეილ ჩარკვიანი, ნინი ჩაკვეტაძე, გიორგი ხოსიტაშვილი და გოგა ქაჩიბაია. დრამატურგები: დავით გაბუნია, ფიქრია ყუშიტაშვილი, დათა ფირცხალავა, ნანუკა სეფაშვილი, ალექსი ჩიღვინაძე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ "24-საათიანი ფესტივალი" 25 და 26 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება.