გალერეა "შარდენში" მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს.
"ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული 25 ახალი ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი. მისი ნამუშევრები დაცულია ვილნიუსში, მუსიკისა და კინოს მუზეუმში და კერძო კოლექციებში, საქართველოში და საზღვარგარეთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეა "შარდენის" დამფუძნებელმა ხათუნა ჩხეიძემ.
გამოფენა გალერეა "შარდენში" 27 მარტამდე გაგრძელდება.