22 მარტს, 15:00 საათზე, თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (რუსთაველის გამზირი 3) გაიხსნება ფოტოგამოფენა "მზერა კულტურული მემკვიდრეობისკენ - იუნესკოს მიერ დაცული იტალიური კულტურის ძეგლთა 150-წლიანი ფოტოები".
გამოფენაზე წარმოდგენილია იტალიის კულტურული მემკვიდრეობის უძველესი და თანამედროვე ფოტოები, აღიარებული, როგორც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობა. ეს გამოფენა დაასრულებს იტალიის გაერთიანებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებათა ციკლს საქართველოში.
გამოფენილი ნამუშევრები - ძველებური ბარათები თუ მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლების ფოტოები, სტერეოსკოპიული გამოსახულებები თუ საჰაერო ფოტოსურათები, თანამედროვე ფოტოებთან ერთად - ნათლად ასახავს იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრესა და განსაკურებულობას.
გამოფენა ორგანიზებულია კატალოგიზაციისა და დოკუმენტაციის ცენტრალური ინსტიტუტისა და იტალიის კულტურის სამინისტროს მიერ იტალიის საგარეო საქმეთა სამინიტროსთან თანამშრომლობით.
გამოფენა გაგრძელდება 2012 წლის 1-ელ აპრილამდე.