20 იანვარს, 17:00 საათზე, წმინდა სამების ტაძართან არსებულ სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ახალგაზრდულ ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნის საღამო გაიმართება.
საღამო ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 162 წლისთავს მიეძღვნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევარები ვალერიან ითონიშვილი, როსტომ ჩხეიძე, მექა ხანგოშვილი, ნანა ვალიშვილი, ამირან არაბული, ლადო მინაშვილი, მიხეილ ქურდიანი, ერეკლე საღლიანი, ნაირა პიბიევა.
საღამოზე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ანსამბლები ჯვარული, დიდებაი, გოგოჭურები, შემოქმედი. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ასეე მომღერლები თეონა ქუმსიაშვილი, გელა დაიაური, სულთან ბორჩაშვილი. საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ ასევე პოეტები თენგო ავსაჯანიშვილი, ნინო მარსაგიშვილი და ლია ბედოშვილი.
საღამო კომპანია თებულოტურისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იმართება.