დღეს, 18 მარტს, 18:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ანანიაშვილის საიუბილეო დღეები მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების გალა-კონცერტით დაიხურება.
გალა-კონცერტში ნინო ანანიაშვილთან ერთად ამერიკის ბალეტის თეატრის, მოსკოვის დიდი თეატრის, ესპანეთის, ჩინეთის, ინგლისის ცნობილი საბალეტო დასების სოლისტები მონაწილეობენ. მათგან ბევრი სხვადასხვა დროს პარტნიორობას უწევდა პრიმა-ბალერინას.
გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და სიმფონიური ორკესტრი. კონცერტს მაესტრო ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟორებს.
საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.