ჩემი ინფორმაციით, მსოფლიოში ამჟამად არ არის ქვეყანა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ემზადება. ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"რუსეთის ფედერაციის ბოლო მსხვილი გამარჯვება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში ეს - ტუვალუა. არ ვიცი რამდენი დაუჯდა ეს რუს გადასახადის გადამხდელს, მაგრამ სადაც კი არის რუსული საელჩო და სადაც კი ჩადიან რუსეთის დელეგაციები ყველგან, მათი დღის წესრიფის ერთი შემადგენელი საკითხი აღიარების საკითხია. ჯერ ჯერობით შედეგები არც ისე შთამბეჭდავია და მინდა გითხრათ, რომ რუსეთის მცდელობებს ამ საკითხთან დაკავშირებით, პრინციპში საპირისპირო შედეგი მოყვა. მსოფლიოს თითქმის ყველა 190-მა ქვეყანამ ქართული პრობლემატიკის შესახებ იცის. ამიტომაც შანსები მცირდება, თუმცა მცდელობები გაგრძელდება", _ აცხადებს გრიგოლ ვაშაძე და კითხვაზე პასუხის გაცემისას "არის თუ არა მსოფლიოში ამჟამად ქვეყანა, რომელიც აღიარებისათვის ემზადება", პასუხობს "ახლა არა, ჩემი ინფორმაციით - არა".
"ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი სირცხვილია რუსეთისათვის, სირცხვილია მსოფლიოს ორგვლივ სირბილი და პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოების, რომლებიც ფინანსურ სირთულეებს გადიან თავიანთ მოკავშირეებად ამაყი დასახელება. სასაცილოა მაგალითად როდესაც აფხაზეთი და ტუვალუ ხელს აწერენ ხელშეკრულებას უვოზო მიმოსვლის შესახებ", _ აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.