ქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება უფასო გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრესკონფერენცია გამართა.
`სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ~ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაზე იყო ორინტირებული.
`ცვლილებების თანახმად, გაუქმდა ქორწინების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟი
_ 9 ლარი. დღეისათვის ქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა უფასოა.~- განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
თუ წყვილს ქორწინების რეგისტრაცია სურს სარიტუალო მომსახურებით, საფასურები შემდეგია:
ქორწინების სახლებში: შაბათ-კვირას _ 150 ლარი, სხვა დღეებში _ 90 ლარი;
სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში _ 50 ლარი; სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შენობის გარეთ _ 170 ლარი.
აღსანიშნავია, რომ დაქორწინების მსურველებს სამოქალაქო რეესტრის მომსახურება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ სიღნაღის ქორწინების სახლში. წყვილებს ემსახურება, აგრეთვე, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე, ახალი დიზაინით მოწყობილი ქორწინების სახლი; ქორწინების სახლი `კონკა~, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ქორწინების დარბაზები.