დღეს, 21 ოქტომბერს, 13:30 საათზე, საგადასახადო ინსპექციის შენობასთან კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით გაიმართება 19-20 ოქტომბერს ბაზრობებზე საგადასახადო ინპექციის მიერ დალუქული მცირე მაღაზიების მეპატრონეებისა და ბაზრობების სხვა შევიწროებული მოვაჭრეების აქცია.
აქციაზე სხვა კონკრეტულ მოთხოვნებთან ერთად გაჟღერდება ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ბაზრობებზე ვაჭრობის საგადასახადო კონტროლის საკითხს შეეხება.