გონიოში უბედურ შემთხვევას ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ტრაგედია ბილმანიძეების ოჯახში, დღეს დილით მოხდა.
ოჯახის უფროსი ნუგზარ ბილმანიძე ჯართს ანაწილებდა, რომელიც წინა დღით გონიოს სამხედრო პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. არსებული ინფორმაციით, "ჯართი" სინამდვილეში ნაღმი აღმოჩნდა, რომელიც დარტყმისას აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად ნუგზარ ბილმანიძის გარდა ეზოში მყოფი დედა და 5 წლის დიშვილი დაიღუპნენ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.