დღეს, ხაშურში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" რაიონული ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას ირაკლი ალასანია, კოალიციის ლიდერებთან, ნოდარ ხადურთან და ნინო გვენეტაძესთან ერთად დაესწრო.
"ხაშურში, დღეიდან ამოქმედდა კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისი. ოქტომბერში ჩვენს ოცნებას თქვენთან ერთად აუცილებლად ავიხდენთ. ჩვენ მოვაგვარებთ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ, უმუშევრობის პრობლემას. ყველამ კარგად ვიცი , რომ ბიძიინა ივანიშვილს ათი-ათასობით სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი. „ქართული ოცნების" წევრებმა, კარგად ვიცით როგორ დავძლიოთ უმუშევრობის პრობლემა, როგორ გავაძლიეროთ სოფელი და როგორ შევქმნად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ღირსეული მომავალი. ჩვენ ვიცით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი არჩევნებით დავამარცხოთ. „ქართული ოცნება" არჩევნებისთვის მოახერხებს მთელი საქართველოს ერთ მუშტად შეკვრას და ამ მოძალადე ხელისუფლებისგან გათავისუფლებას. საქართველო გახდება თავისუფალი მოქალაქების ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
კოალიცია „ქართული ოცნების" ხაშურის ოფისის ხელმძღვანელად გიორგი ცხადიაშვილი დაინიშნა.