საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ კონტროლის პალატა და სხვა უწყებები ჯონ ბასის შეფასებას გაითვალისწინებენ, თუკი იქნება კონკრეტული შენიშვნები.
ამის შესახებ წერეთელმა ჟურნალისტებთან, საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მიერ Facebook -ში, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ შეფასებასტან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კონტროლის პალატის ბოლო დროინდელ ქმედებეს შეეხება.
ყურადსაღებია, რას ამბობენ დიპლომატები, განსაკუთრებით ამერიკის ელჩი, თუმცა პროცესი აუცილებელია იმისათვის, რომ მოხდეს მაქსიმალურად ტრანპარენტულად იმ ფულის ხარჯვა, რაც დღეს პოლიტიკას ხმარდება. თუკი რამე ხარვეზი ახლავს ამას და ვინმე ხედავს, უფრო შეიძლება დაკონკრეტდეს ყველაფერი და ჯონ ბასს არ აქვს იმის პრობლემა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ელაპარაკოს კონკრეტულად. თუკი არსებობს კონკრეტული შენიშვნები, დარწმუნებული ვარ, კონტროლის პალატა და სხვა უწყებებიც ამას მოისმენენ. თუ საჭირო გახდება, ალბათ, შეხვედრებიც იქნება" - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საქართველოს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეწუხებულია. "შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ", - აღნიშნავს ჯონ ბასი სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ში, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
კონტროლის პალატა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ახსნა-განმარტებების მისაცემად იბარებს. რეგიონული ოფისების წარმომადგენლები "მორალურ ტერორზე, დაშინებაზე, შეურაცხყოფასა და გაძლიერებულ ჩხრეკაზე" საუბრობენ.