სოციალურ ქსელებში გავრცელებული კონტროლის პალატასთან დაკავშირებული ელჩ ჯონ ბასის კომენტარი ნამდვილად მას ეკუთვნის, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოში განუცხადეს.
"კომენტარი ეკუთვნის ბატონ ელჩს და ეს არის მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.იმისათვის, რომ არ მოხდეს ტექსტის დამახინჯებული გავრცელება გაწვდით მის თარგმანსაც", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საელჩოში.
"ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ელჩ ბასის კომენტარის თარგმანს:
ჯონ ბასი: „შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ."