24 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება პოეტ ტარიელ ხარხელაურის მესამე კრებულის პრეზენტაცია.
წიგნში შესულია როგორც ძველი რჩეული, ისე ახალი და გამოუქვეყნებელი ლექსები, წერილები. წიგნის რედაქტორი მარინა ხარხელაური, მხატვარი მაია ქინქლაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი პოეტები, საზოგადო მოღვაწეები, ფოლკლორული ანსამბლები და მსახიობები.
საღამო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.