დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 იანვარს სამოქალაქო ახალ წელთან ერთად იესო ქრისტეს წინადაცვეთას და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ილია მეორე პარაკლისს მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს და მრევლს ქადაგებით მიმართავს.