"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი სამთავრობო ცვლილებებს პესიმისტურად უყურებს, რაგდან ყველაფრის მინისტრად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს.
,,მართალი გითხრათ, სამთავრობო გადაადგილებებისთვის დიდი ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, რადგან ეს ცვლილებები ქვეყანაში, არც უკეთესობისკენ და არც უარესობისკენ არაფერს ცვლის. ვერც ზურაბ ჭიაბერაშვილი შეძლებს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას, რადგან დღეს ყველაფრის მინისტრი მიხეილ სააკაშვილია", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობა დავითაშვილმა.