პენტაგონის ხელმძღვანელი ლეონ პანეტა ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზას ,,შუკვანს" ესტუმრა და ქართველ სამხედროებს ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ლეონ პანეტამ 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურესაც სიტყვით მიმართა და ავღანეთში დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის წერილი წაუკითხა.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად მსახური. თქვენ ქართველი გმირები ხართ... საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ძალებთან ერთად ავღანეთის მისიაში დიდი წვლილი შეაქვს. ამერიკელ სამხედროებთან ერთად ავღანეთის ყველაზე ცხელ რეგიონში სამშვიდობო მისიის შესრულება დიდი პატივია. მე ვერ შევძელი თქვენთან ერთად მისიის დასრულება, მაგრამ ძალიან მეამაყებით - თქვენ ხართ გმირები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში შეხვალთ." - ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ.