ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" მდივნი, ,,თავისუფალი დემოკრატების,, წევრის გიორგი ცაგარეიშვილი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს კონსტიტუციის დარღვევაში და კრიმინალურ საქმიანობაში დასდო ბრალი.
ცაგარეიშვილის თქმით, მინისტრის ბრძანების თანახმად, პირი, რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე არ დარეგისტრირდება, ან ვერ მიიღებს სრული ზოგადი განათლების ატესტატს, მიეცემა სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც ის მხოლოდ უცხოეთის სასწვლებლებში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს არის უკანონო ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ლისაბონის კონვენციას და ჰააგის 1961 წლის კონვენციას რომელზეც საქართველოა მიერთებული.
,,ამ ბრძანებულებით მინისტრს შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ პირები, რომლებზეც ატესტატის ნაცვლად გასცემს აღნიშნულ დოკუმენტს, არამედ ეს არის იმ ქვეყნების შეცდომაში შეყვანაც, სადაც ეს ბავშვები გადაწყვეტენ სწავლის გაგრძელებას. მათ რეალურად ყალბი დოკუმენტი აქვთ ხელზე, რადგან კანონმდებლობით, ეს არ არის სრული ზოგადი განათლების მიღების დოკუმენტი", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ბრძანება გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში მოიხსნა სამინისტროს ვებგვერდიდან, იუსტიციის სამინისტრო კი უარს აცხადებს ამ ბრძანების იურიდიულ-სამართლებლივ ექსპერტიზაზე. დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი უკვე 600 პირს აქვს მიღებული და მათ დატოვეს საქართველო განათლების მიღების მიზნით.
ცაგარეიშვილი მთავარ პროკურორს დღეს მიმართავს, დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, ასევე განათლების სამინისტროსგან მოითხოვს იმ პირთა სიას, რომლებზეც აღნიშნული სახის დოკუმენტის გაცემული.