მინისტრთა კაბინეტის ხელახალი დამტკიცების ვალდებულება პარლამენტს, ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის ზურაბ ჭიაბერაშვილით შეცვლის გამო გაუჩნდა. კერძოდ, მთავრობაში უკვე მე-7 მინისტრი იცვალება და მინისტრთა კაბინეტს კანონის თანახმად, ნდობა პარლამენტმა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 184-მუხლის თანახმად, პარლამენტის მიერ, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სპეციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა.