პოლიტიკურ კოალიაცია "ქართული ოცნებაში" ბიზნესმენი გოგი თოფაძე გაწევრიანდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
"გოგი თოფაძეს კარგად ვიცნობ. მას თანამშრომლობას ყოველთვის ვთავაზობდი, თუმცა ვაცნობირებდი, რომ იგი ბიზნესმენია და მასზე ზეწოლა გაიზრდებოდა. გოგი თოფაძემ თავად გადაწყვიტა კოალიციასთან თანამშრომლობა. როგორი ფორმით მოხდება ეს, პარტიის სახით თუ პიროვნულად, ამას ვარკვევთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, კოალიციას მთლიანად პარტია "მრეწველები" შეუერთდება.