დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარტიის ახალი წევრების ნაწილს მანდატები გადასცა
"ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც საკუთარ პროფესიაში წარმატებული და გამორჩეული ადამიანები, ქვეყნისათვის ამ ძნელბედობის ჟამს იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთონ დამნაშავე რეჟიმთან პოლიტიკურ ბრძოლაში და პარტიული ბრძოლისათვის ირჩევენ ჩვენი პარტიის - „დემოკრატიული მოძრაობის" რიგებს"", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის მმართველი ავტორიტარული რეჟიმისაგან განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე ყოველდღიური, ტერორისა და ზეწოლის გათვალისწინებით, თითოეული ამ ადამიანის გადაწყვეტილება სამოქალაქო გმირობის ტოლფასია.
„დღეს „დემოკრატიული მოძრაობის" წევრობა ნიშნავს - ჩაება უკომპრომისო და უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის გადასარჩენად, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ამის გამო უკანონოდ არ დაგაპატიმრებენ, ხელისუფლება არ მოგიწყობს შანტაჟს ან პროვოკაციას, არ მოგაწებებენ ქვეყნის მოღალატის თუ უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყს, არ გაგანთავისუფლებენ სამსახურებიდან შენ და შენი ოჯახის წევრებს" - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.
„ჩვენ ვაფასებთ გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისათვის ჩვენს მეგობრებს და საერთოდ ჩვენს ყველა მხარდამჭერს. ჩვენ ვიცით, რომ მართალი საქმისათვის ვიბრძვით, სიმართლე კი ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენ ვიცით, რომ გავიმარჯვებთ!", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.