საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა შრომის, ჯანმრთელობისა და დაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა. ჭიაბერაშვილმა ამ პოსტზე ანდრია ურუშაძე შეცვალა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ანდრია ურუშაძე თბილისსი მერის მოადგილის პოსტზე სოციალურ მიმართულებას გაუძღვება.
გილაურის თქმით, ჭიაბერაშვილი არის ძალიან კარგი მენეჯერი, და ჯანდაცვის რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.
"მინისტრი გახდება ზურაბ ჭიაბერაშვილი. ის უხელმძღვანელებს იმ რეფრომების დასრულებას, რომელიც ჩვენ ჯანდაცვის სფეროში დავწიყეთ", - განაცხადა გილაურმა.
ჭიაბერაშვილმა წინამორბედს მადლობა გადაუხადა/.
"მინდა მინისტრს დიდი მადლობა ვუთხრა წამოწყებული ყველა რეფორმისათვის. სოციალური სფერო იქნება მთავარი მიმართულება და იმ ეკონომკური გეგმის შედეგი, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ურუშაძემ საქართველოს მთავრობასა და კოლექტივს მხარდაჭერისათის მადლობა გადაუხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის ბიოგრაფიული ცნობები
ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიბადა 1972 წლის 6 ივნისს, ქ. თბილისში. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 1997 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა.
1993-1997 წლებში იყო სხვადასხვა თანამდებობებზე გაზეთში „რეზონანსი". 1997-1998 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების" პრესმდივნად.
1998 - 2002 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. თსუ-სა და მართვის ევროპულ სკოლაში (ESM).
2002 და 2003 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრების განმავლობაში იყო მიწვეული მკვლევარი ახალი სკოლის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი, აშშ). 1999-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ცენტრის უფროსად, შემდეგ სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსად.
2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი.
2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ.
2004-2005 წლებში იყო ქალაქ თბილისის მერი.
2005 წლის 26 სექტემბრიდან 2010 წლის 4 დეკემბრამდე იყო ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
2011 წლის 4 მარტიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში.
2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. არის ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი.
ზურაბ ჭიაბერაშვილს ჰყავს მეუღლე ნინო ლაკვეხელიანი და ორი შვილი: გიორგი და მარიამი.