კონტროლის პალატა ახალ პროკურატურად გარდაიქმნა, - განაცხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ უკანონობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცანით ის სიტუაცია, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარდა, კერძოდ ის ფაქტი, რომ ასეულობით მოქალაქეს იბარებენ, უწყობენ მათ გაუგებარ დაკითხვას; კონტროლის პალატა ახალ პროკურატურად გარდაიქმნა და სიმძაფრეში პროკურატურას ეჯიბრება", - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან "ქართული ოცნების" ლიდერმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს კანონს, სამართალს, რადგან მათ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისგება მოუწევთ