ექსპერტი სოსო ცინცაძე მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის იდეას პესიმისტურად უყურებს და ამისათვის სათანადო რესურს ვერ ხედავს. როგორც ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური ცენტრი, რომ შეიქმნას უნდა არსებობდეს, რელური პოლიტიკური ძალა,
,,პოლიტიკური ცენტრი არ ყალიბდება ერთი ადამიანის გარშემო. თანაც უკვე მესამე პოლიტიკურ ცენტრს რამდენი დამფუძნებელი ჰყავს ვერ გავიგე. ჯერ კუკავა აყალიბებდა, მერე სხვა და ახალც კიდევ სხვა ემატება",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცინცაძემ და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები მესამე ცენტრის შექმნის იდეას საკმაოდ თამამად უყურებენ.
"პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას ქართველი პოლიტიკოსები ძალიან თამამად უდგებიან. პოლიტიკური ცენტრი, რომ შეიქმნას უნდა არსებობდეს, რელური პოლიტიკური ძალა, რომელიც უკვე შემდეგ ცენტრად ჩამოყალიბდება. ამიტომ ასეთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში ვერ ვხედავ. საქართველო საფრანგეთი ჰგონიათ, თუ აშშ-ი - სადაც შეიძლება, რამდენიმე პოლიტიკური იდეოლოგია არსებობდეს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოსო ცინცაძემ.
ექსპერტს თავად პოლიტიკურ ოპოზიციაში დამატებითი პრო-ცენტრების ჩამოყალიბება არასერიოზულად მიაჩნია.
"ოპოზიაციაში კიდევ დამატებითი პრო-ცენტრების ჩამოყალიბება არასეროზულად მეჩვენება. ამავე დროს საქართველოში მესამე პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად იტელექტუალურ პოტენცილს ვერ ვხედავ. თუ თქვენ პოლიტიკურ ცენტრს დაარქმევთ იმას, რომ ვიღაც ორი პოლიტიკოსი დავით აქუბარდიას ეთერში გამოვა და იტყვის, სურს შექმნას პოლიტიკური ცენტრი, ეს ცენტრი არაა და არის უფრო კოლეგია. მესამე პოლიტიკურ ცენტრის შექმნას სჭირდება,სერიოზული ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი. მე ვერც ერთსა და ვერც მეორეს ვერ ვხედავ",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოსო ცინცაძემ.